გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სოფო ქაცარავა: აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს

20-09-2018

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ვიზიტები რეგიონში საქართველოს როლის წარმოჩენას უწყობს ხელს.

 

აღნიშნული განცხადება მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე გააკეთა.

 

„აშშ-ში  პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩვენი სტრატეგიული თანამრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ყველა საკითხი, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიები, თავდაცვა და უსაფრთხოება, დემოკრატია და ეკონომიკა არის სწორედ ის მიმართულებები, სადაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს. საქართველოს აქვს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული როლი, როგორც რეგიონის სტაბილურობაში, ასევე მთელი ევროპის უსაფრთხოებაში და ასეთი მაღალი დონის ვიზიტები საქართველოს როლის მნიშვნელობის უკეთ წარმოჩენას ემსახურება” - განაცხადა სოფო ქაცარავამ.