შაბათი, აპრილი 05, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ახალციხეში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო

24-11-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტისა და 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე უძღვებოდა. მომავალი წლის გეგმებზე დეტალურად ისაუბრეს მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ ილია ზარდიაშვილმა.
ბიუჯეტის პროექტი და მისი პროგრამული პარამეტრები აუდიტორიას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა გელა ლომიძემ გააცნო.
აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 32,5 მილიონი ლარით განისაზღვრა, ძირითადი პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურის განვითარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, სოციალური, კულტურის, განათლების, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებები. აქცენტი გაკეთდა მოსახლეობისათვის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების დანერგვის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე, აღინიშნა, რომ მომავალი წლიდან უკვე ოპერირებას დაიწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი და სოციალურ ჯგუფებს მგზავრობის საშეღავათო პირობები დაუწესდებათ. საუბარი შეეხო არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდას და სხვა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები, წინადადებები და ინიციატივები გააჟღერეს დამსწრეებმა.
როგორც, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა აღნიშნა, გაჟღერებული ინიციატივები და საჭიროებები მათი პრიორიტეტულობის მიხედვით გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის სამოქმედო გეგმაში.