გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მე-12 ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა დაასრულა

26-11-2023

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ბრიგადის მე-12 ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


მათივე ცნობით, პროგრამა ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც საველე სწავლებებსა და საბრძოლო სროლებს მოიცავდა.


„სწავლების დასკვნით ეტაპზე, საველე სიტუაციური წვრთნა რეალურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში ჩატარდა.


ბატალიონის დონის საბრძოლო სროლები დღისა და ღამის პირობებში ვაზიანის სასროლეთზე განხორციელდა. ბატალიონმა, მხარდამჭერი კოლექტიური დავალებების შესაბამისად, თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები შეასრულა. საბრძოლო მომზადების ცენტრში შემავალი მოწინააღმდეგე ძალების გამთამაშებელი (OPFOR) ასეული მათ რეალურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებს უქმნიდა.


წვრთნა საბრძოლო მომზადების ცენტრის დამკვირვებელ-მაკონტროლებლებმა დადებითად შეაფასეს. სწავლებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.


წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა, სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.