გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მონაკოში ქართული ღვინისა და გასტრონომიის წარდგენა გაიმართა

26-11-2023

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „LE PONT CAUCASIEN“ ორგანიზებით, მონაკოში, ქალაქ მონტე-კარლოში, ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალში „SalonMonte Carlo Gastronomie”ქართული ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანია მონაწილოებდა: შალაურის ღვინის მარანი, ენშენთ ველი,  კონჭო და კომპანია, თავანკარი, შუხმან ვაინს ჯორჯია, ვინივერია, ქვევრის ღვინის მარანი, ვაზისუბნის მამული და შატო მუხრანი.


ფესტივალს ათასობით სტუმარი, როგორც ღვინის მომხმარებელი, ასევე კომერციული და HoReCa სექტორის წარმომადგენელი დაესწრო, რაც უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით.


„Salon Monte Carlo Gastronomie” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა აღნიშნულ რეგიონში, რომელში მონაწილეობაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას არა მარტო მონაკოში, არამედ საფრანგეთში.