გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

უკრაინის რადას დეპუტატი მარიანა ბეზუგლა: ახლა ისეთი ვითარებაა, თუ სამხედრო ხელმძღვანელობა 2024 წლისთვის ვერანაირ ინიციატივას ვერ მოგვაწვდის, მაშინ ისინი უნდა წავიდნენ

27-11-2023

ახლა ისეთი ვითარებაა, თუ სამხედრო ხელმძღვანელობა 2024 წლისთვის ვერანაირ ინიციატივას ვერ მოგვაწვდის და ყველა მათი წინადადება მობილიზაციის შესახებ დაემყარება იმას, რომ მეტი ადამიანია საჭირო შეიარაღებული ძალების სისტემაში ცვლილების თაობაზე ყოველგვარი წინადადების გარეშე, მაშინ ეს მენეჯმენტი უნდა წავიდეს - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი, ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარიანა ბეზუგლა სოციალურ ქსელში წერს.


როგორც ბეზუგლა განმარტავს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ვერ შეძლო, რადასთვის 2024 წლის გეგმა წარედგინა - სამხედროებმა მხოლოდ ყოველთვიურად მინიმუმ 20 ათასი მოქალაქის წაყვანის საჭიროებაზე გააკეთეს აქცენტი, ხოლო, დანარჩენი შეკითხვები უპასუხოდ დარჩა.


„უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა 2024 წლის გეგმა ვერ წარმოადგინა. არც დიდი და არც პატარა, არც ასიმეტრიული და არც სიმეტრიული. სამხედროებმა უბრალოდ თქვეს, რომ თვეში მინიმუმ 20 ათასი მოქალაქის წაყვანა სჭირდებოდათ. ეს პრობლემა ზაფხულში გაიზარდა, როგორც შტაბში, ასევე პარლამენტში 2024 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას.


ვკითხეთ, რა უნდა დავგეგმოთ? როგორ ხედავთ ომს? რატომ შევქმნათ ბრიგადები და არ შევავსოთ უკვე არსებული? რა დაჯდება ახალი ბრიგადა? ეს ახალი შტაბები საბრძოლო ნაწილებთან არის დაკავშირებული? ან როტაციისთვის და დემობილიზაციისთვის თანხები გამოიყოს? რა ხდება სწავლებასთან დაკავშირებით? რა ხდება როტაციებთან დაკავშირებით? რატომ არ არის გათვალისწინებული მაგალითად, ტურნიკეტების შეძენა 2024 წელს? გესმით, რომ ერთი მკვდარი ადამიანი სახელმწიფოს 15 მილიონი გრივნა უჯდება, ხოლო CAT-ის ტიპის ტურნიკეტი 10 ათასჯერ ნაკლები ღირს? თვით სიკვდილის ტრაგედიაზე რომ არაფერი ვთქვათ.


ეს დისკუსია არასაჯარო იყო, მაგრამ დაძაბულობა იზრდებოდა და ახლა ისეთი ვითარებაა, რომ თუ სამხედრო ხელმძღვანელობა 2024 წლისთვის ვერანაირ იდეას ვერ მოიფიქრებს და ყველა მათი წინადადება მობილიზაციის შესახებ დაემყარება იმას, რომ მეტი ადამიანია საჭირო ყოველგვარი წინადადების გარეშე შეიარაღებული ძალების სისტემაში ცვლილების შესახებ, მაშინ ეს მენეჯმენტი უნდა წავიდეს“ - წერს მარიანა ბეზუგლა Facebook-ზე.