გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მურთაზ ზოდელავა: ხაბეიშვილმა "ფორმულას" ეთერში რაც გააკეთა, მაგას ჰქვია საჯაროდ კიკუს პოზაში ჩადგომა, თავმჯდომარედ კი არა, ნაცნობადაც ვერ ვიგუებ

27-11-2023

ხაბეიშვილმა ფორმულას ეთერში რაც გააკეთა, მაგას ჰქვია საჯაროდ კიკუს პოზაში ჩადგომა, - წერს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს ყოფილი წევრი, მურთაზ ზოდელავა სოციალურ ქსელში.

 

ზოდელავას თქმით, "კვიპროსის კლუბის" თბილისის საკონსულოდ ქცეულ ტელევიზიაში, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა ის, რაც ვერ შეძლო ვერც პარტიის ოფისში და ვერც ყრილობაზე.

 

"ხაბეიშვილმა ახლა ფორმულას ეთერში რაც გააკეთა მაგას ჰქვია საჯაროდ კიკუს პოზაში ჩადგომა. თავმჯდომარედ კი არა ნაცნობადაც ვერ ვიგუებ. პოლიტიკურ სივრცეში რაც ვერ ქნა, ვერც ოფისში, ვერც ყრილობაზე, ის გააკეთა (თუ ვერც გააკეთა, მგონი ისე დაიშალნენ ეგეც ვერ გაარკვიეს) კვიპროსის კლუბის თბილისის საკონსულოდ ქცეულ სატელევიზიო სტუდიაში." - წერს ზოდელავა Facebook-ზე.

 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა ფურცელზე, სადაც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის და განაცხადა, რომ მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“.