გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: პრეზიდენტმა ტრადიციული გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებით გაგვახარა

27-11-2023

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები, ტრადიციულად გაუგებარია.

 

„ქვეყნის ე.წ. პრეზიდენტმა ტრადიციული გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებით გაგვახარა ამ დღეებში. აწიო, ჩინური კალენდრით, მომდევნო „დრაკონის" წელი იმისთვის ეძლევაო საქართველოს, რომ ასოცირების ტრიოს ორ დანარჩენ მონაწილეს დაეწიოს.

 

კერძოდ, მოლდოვასა და უკრაინას: დაეწიოს და გაისად მაინც მოასწროს საკუთარ თავზე დამანგრეველი ომის პროვოცირება მოახდინოს. დაეწიოს და სადღაც 50 ათასი მსხვერპლი და მილიონნახევარი ლტოლვილი გამოიწვიოს. დაეწიოს პორნოგრაფიის ლეგალიზებისა და ერთსქესიანთა ქორწინების კანონების მიღებით, მასშტაბური პრაიდ-კვირეულის ჩატარებით. დაეწიოს ოპოზიციური პარტიებისა და მათი ტელევიზიების დახურვით, ხოლო მათი ლიდერების დაპატიმრებით. ასევე, დაეწიოს გაღატაკებული ეკონომიკით და მისი ზრდის ტემპის უარყოფითი ნიშნულით.

 

ზურაბიშვილის ამ მოთხოვნებში ნაწილი მისაღებია და განხილვას ექვემდებარება,“ - წერს სოციალურ ქსელ Facebook-ზე დავით ქართველიშვილი.