გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზაზა გაბუნია: მიხარია, რომ მომლოცველებსა და ტურისტებს განახლებული გელათის ტაძარი დახვდათ

21-09-2018

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს, რომელსაც მონიტორინგს იუნესკო უწევს.


მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილის, ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, ტაძრის აღდგენისასნ მისი არქიტექტურა, სამშენებლო მასალა, ტექნიკა და ლანდშაფტთან შესაბამისობა სრულად იქნა გათვალისწინებული.


,,მიხარია და ვარ ძალიან ამაყი, რომ გელათის ტაძარი დღევანდელ დღესასწაულზე მოსულ მომლოცველებსა და ვიზიტორებს დახვდებათ უფრო გამშვენებული. გაწეულ შრომას ეტყობა მაღალი პროფესიონალიზმი და ხარისხი. მინდა მადლობა ვუთხრა მსოფლიო ბანკს, მუნიციპალური განვითარების ფონდს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გელათის ტაძრის სამუშაოებისთვისბ ტიტანური შრომა გასწია,“-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

 

სამუშაოები სრულად მომავალ წელს დასრულდება.