გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: ახალი მესიჯით მოსაუბრე პრეზიდენტი თავისი ოპოზიციით, კიდევ ერთხელ ამცირებენ საკუთარ ქვეყანას

27-11-2023

ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ეხმიანება და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რაში უნდა დაეწიოს საქართველო უკრაინასა და მოლდოვას.

 

„როგორც ჩანს, ახალი გზავნილი მიიღეს პრეზიდენტმა და მისმა ოპოზიციამ ლობისტებისგან და თუთიყუშებივით იმეორებენ. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ სასაცილოდ გამოიყურებიან, უბრალოდ, გვაინტერესებს, რაში უნდა დავეწიოთ უკრაინას და მოლდოვას? ომში? ქვეყნის განადგურებაში? ტრადიციული რელიგიის აკრძალვაში? კორუფციის ჭაობში? არავინ დაიჯეროს, რომ ამ მესიჯის ავტორი გულისხმობდა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას.

 

აქ მთავარი იყო, კიდევ ერთხელ დაემცირებინათ საქართველოს ხელისუფლება. მაგრამ პრეზიდენტიც და მისი ოპოზიციაც ამ მესიჯით კიდევ ერთხელ ამცირებენ საკუთარ ქვეყანას. განა ამას ვერ ხვდებიან? სწორედაც რომ ხვდებიან და მიზანმიმართულად აკეთებენ. არ გაუკეთებიათ, არ გაუნადგურებიათ საქართველოს იმიჯი თუ რა?

 

ერთადერთი სურვილი მაქვს მეც და ძალიან ბევრ ქართველს, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს არჩევნები, რომ ამათი შეურაცხყოფებისგან დაისვენოს ქვეყანამაც და ხალხმაც. ასეც იქნება!“ - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე.