გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

27-11-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ევროინტეგრაციის კომისიის 70-ე სხდომა გაიმართა.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.


სამოქმედო გეგმის მომზადებას საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით გაუწია კოორდინაცია. გეგმა ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით მომზადდა. მასში გაწერილია რეკომენდაციების ფარგლებში განსახორციელებელი კონკრეტული ნაბიჯები, განსაზღვრულია პასუხისმგებელი უწყებები და შესრულების ვადები.


კომისიის გადაწყვეტილებით სამოქმედო გეგმა ევროკომისიას გადაეგზავნება.