გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თამარ ჩუგოშვილი: პარლამენტის შენობას შსს გამოიყენებს

21-09-2018

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტსის ორ ქალაქში არსებობა პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს, ძალიან აზიანებს.


მისივე თქმით, პარლამეტის ორ სხვადასხვა ადგილას არსებობა დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.


ჩუგოშვილის განცხადებითვე, პარლამენტის შენობას შინაგან საქმეთა სამინსიტრო გამოიყენებს.


„პარლამენტის ორ შენობაში, ორ სხვადასხვა ქალაქში მუშაობა ძალიან გართულებულია. თვითონ პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას, ეს ძალიან აზიანებს. მეორე, ეს დამატებით ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ეს თანხები ბიუჯეტიდან იხარჯება. მესამე, როდესაც ჩვენ გვინდა პარლამენტარიზმის და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება ქვეყანაში,  მთავრობისა და პარლამენტის სხვადასხვა ქალაქში არსებობა ძალიან ართულებს ამ საქმეს და თითმის შეუძლებეს ხდის.


ამ შენობას ექნება თავისი მნიშვნელოვანი დატვირთვა. ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით განცხადებას შიანგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს, რომელიც აპირებს გამოიყენოს საპოლიციო ჰაბისთვის და სერიოზული გეგმები აქვს ამ შენობასთან დაკავშირებით“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

საქართველოს პარლამენტი პლენარული სხდომების ფორმატში საქმიანობას მომავალი წლის იანვრიდან სავარაუდოდ, დედაქალაქში გააგრძელებს.  მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანო სრულად თბილისში დაბრუნდეს. შესაბამისად, რეგლამენტში, რომლის პროექტიც ახლა განიხილება, პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისი აღარ იქნება მითითებული.