გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი არველაძე: არავითარი არჩევნები!!!! მხოლოდ და მხოლოდ რევოლუცია!

28-11-2023

არ შემიძლია გულგრილად ვუყურო იმას რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება და ხმა არ ამოვიღო. ალბათ ბევრს ვაწყენინებ, მაგრამ ჩემი სათქმელი უნდა ვთქვა. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ ვინც ეს პარტია მიშასთან ერთად დავაფუძნეთ. ეს არის ერთადერთი პარტია, რომლის წევრიც ოდესმე ვყოფილვარ და ვიქნები.. ბევრი ქართველი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, მე არ მჯერა პარტიების ცვლის, აქეთ იქით ხტუნაობის. მეამაყება ყველა წუთი რაც ამ პარტიაში მიშას ლიდერობის დროს გავატარე, მეამაყება ყველა საქმე რაც ქვეყნისთვის შევძელით - დაწყებული შევარდნაძის დამპალი რეჟიმის დემონტაჟიდან, დამთავრებული ქვეყნის ეკონომიკური, კრიმინალური, ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული, სოციალური და კულტურული კრიზისებიდან გამოყვანის საქმეში, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დროინდელი ხელისუფლების ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძე სოციალურ ქსელში წერს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.


„მაგრამ გულისრევას იწვევს იმის ყურება, რაც პარტიაში დღეს ხდება (თუ კი შეიძლება ამას საერთოდ ისევ ეწოდოს პარტია). არ დამიმალავს არასოდეს, რომ უკიდურესად უკმაყოფილო ვიყავი იმით, რომ მელიას თავმჯდომარეობის დროს, ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში, როდესაც მიშა დაიჭირეს და როდესაც საავადმყოფოში გადაჰყავდათ, როდესაც 60-70 ათასი გაბრაზებული ქართველი იდგა რუსთაველზე და მოითხოვდა მის თავისუფლებას, პარტიამ ვერ და არ გადადგა გადამწყვეტი, თამამი ნაბიჯები, ვერ და არ აჩვენა ბრძოლა და პირიქით, თითქოს ყველაფერი გააკეთა ამ მუხტის ჩასაქრობად (უაზრო სიარულებით აქეთ იქით, უაზრო მინი აქციებით სხვადასხვა ლოკაციებზე, კიდევ უფრო უაზრო საკუთარ ოფისში გამოცხადებული შიმშილობებითა და ა.შ.). მიმაჩნდა, და მიმაჩნია, რომ იმ მომენტში მელიამ ხელიდან გაუშვა ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც მას პირადად განგებამ მიანიჭა. ასეა, შესაძლებლობა ბევრს ეძლევა მაგრამ მისი გამოყენება მხოლოდ დიდი ლიდერების ხვედრია. ყველას არ მოეთხოვება იყოს ისტორიის დიდი ტვირთის ამწევი. ეს განსაკუთრებული გულაცრუება იყო ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის ვინც მელიას მისცა ხმა თავმჯდომარედ ასარჩევად, მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა და სიყვარულისა ლევან ვარშალომიძის მიმართ, მეგონა რომ სწორედ ბრძოლაში მელია უფრო თამამი და შესაფერისი იქნებოდა. სამწუხაროდ ასე არ აღმოჩნდა.


აღარ მოვყვები მაშინ დაშვებული უამრავი შეცდომის ჩამოთვლას. ფაქტია, რომ დადგა შედეგი, როდესაც მიშას ერთგული თანაპარტიელების ფართო რიგებში გაჩნდა მოთხოვნა ახალ თავმჯდომარეზე. ბოლო არჩევნებში მე მონაწილეობა არ მიმიღია, არ მიმაჩნდა ხაბეიშვილი საუკეთესო ალტერნატივად, მაგრამ კარგად მახსოვს ის პირობა რომლითაც ხაბეიშვილი იქნა არჩეული - მიშასთვის თავგანწირული ბრძოლა და პარტიის გაერთიანება. მაშინ დავწერე, რომ ხაბეიშვილს რამდენიმე თვე ჰქონდა იმისთვის, რომ თავი ამ პოსტის ღირსად წარმოეჩინა. ეს რამდენიმე თვეც გავიდა და მეტიც... და რა მივიღეთ? პარტია, რომელიც მიშას სასამართლოზე ასი კაცის მიყვანას ვერ ახერხებს.. სამარცხვინოდ!!!! პარტია, რომელშიც მხოლოდ ერთმანეთის ჭამა და განადგურება იქცა მთავარ საქმიანობად.. სამარცხვინოდ!!!! პარტია, რომელიც პატარა კაცუნების პატარა ინტრიგების დიდ ასპარეზად იქცა.. სამარცხვინოდ!!! ჩემი მეგობრები, თანამებრძოლები, ადამიანები რომელთა არც პატრიოტიზმში და არც კეთილსინდისიერებაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი - ერთმანეთზე წაკიდებულები, ერთმანეთის საჯარო გინებაში.. სამარცხვინოა ეს ყველაფერი და დღეს უკვე აშკარაა, რომ ხაბეიშვილმა არათუ იმის შესრულება ვერ შეძლო რა პირობითაც წარსდგა არჩევნებზე, არამედ ისტორიულ მაქსიმუმზე აიყვანა პარტიის შიდა განხეთქილება და უმოქმედობა იმასთან მიმართებაში რაც პარტიის ერთადერთი მიზანი უნდა იყოს - მიშას თავისუფლება!!!


პარტია განადგურებულია, მისი ავტორიტეტი - ფეხქვეშ გათელილი... ერთადერთი ემოცია რასაც ხალხში იწვევთ არის დაცინვა.. ლოყებდაბერილები იბღინძებით და მხოლოდ იმაზე ფიქრობთ შემდეგი ვინ გარიცხოთ პარტიიდან.. რა გარიცხვა ხალხნო? ვინ გგონიათ თავი???? უნდა ემუდარებოდეთ ხალხს რომ გვერდით დაგიდგნენ... ვის რიცხავთ?? ან ვინ მოგცათ ამის უფლება მიშას პარტიაში თქვენ თვლიდეთ ვინ იმსახურებს ყოფნას და ვინ არა??.. მაგრად აგერიათ რამსები.. ისევ სახელისუფლებო პარტია გგონიათ ალბათ თავი და ისევ ჩინოვნიკებს ხედავთ როცა სარკეში იყურებით.. გვერდიდან შეხედეთ საკუთარ თავს ერთხელ.. უკიდურესად უბადრუკებად ჩანხართ.


პარტიიდან გაყარეთ ყველაზე თავდადებული თანაპარტიელები, ვინც არც თანამდებობისთვის ყოფილან იქ და არც არანაირი პრივილეგიისთვის. ჯერ იყო და მელიასთან დაპირისპირების გამო გარიყეთ პარტიის ერთი საუკეთესო ნაწილი... ახლა მელიას მხარდაჭერის გამო რიყავთ მეორე საუკეთესო ნაწილს...

არასოდეს რომ არ უღალატიათ ისეთ წევრებს არაფრად აგდებთ და ვინც მომენტი იხელთა და მიშას უგანა, ხან მუშტი გვიქნია და ხან იდაყვი, ხან ჯართი ეძახა მიშას და ხან წარსული, იმათ ზარ-ზეიმით აბრუნებთ, ელოლიავებით, ხოლო თავდადებულ მებრძოლებს, რომელთაც წვალების მეტი ნაციონალური მოძრაობის წევრობამ არაფერი მოუტანა, ხურდასავით აბნევთ აქეთ-იქით. სამარცხვინოდ!!!


არ მინდა ბოლომდე ხაზი გადაგისვათ, კიდევ არის შანსი შეაჩეროთ ეს სიგიჟე და თვითგანადგურება. ამისთვის ხაბეიშვილმა სასწრაფოდ უნდა აღიაროს, რომ ვერ გაართვა თავი ამ ურთულეს ისტორიულ მისიას, უნდა გადადგეს და პარტიის მესაჭედ უნდა მოვიდეს საყოველთაოდ მაკონსოლიდირებელი, საზოგადოებრივი ფიგურა, ვისაც ექნება საზოგადოების მაღალი ნდობა და საერთოდ არ იქნება ამ პარტიულ ქაქში და ინტრიგებში გასვრილი. ეს პიროვნება უნდა იყოს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოში უნდა დაბრუნდეს ყველა რეპრესირებული საუკეთესო სახე, ისინიც ვინც ჯერ მელიასთან დაპირისპირების გამო გარიყეს, და ისინიც ვისაც ახლა მელიას მხარდაჭერის გამო ერეკებიან პარტიიდან. ეს სამარცხვინო სიგიჟე უნდა დამთავრდეს! შულავერის კომიტეტია გასარეკი და არა პარტიის ერთგული მებრძოლები! გონს მოეგეთ!!!!


და არავითარი არჩევნები!!!!


არავითარი ბიძინას თამაშში თამაში!!!


მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის!!!


მხოლოდ და მხოლოდ რევოლუცია!


ეს არის ერთადერთი გზა რაც მე, და ასობით ათას ჩემნაირს დაუბრუნებს ძალას, ისევ გაყვეს ბრძოლაში ნაციონალურ მოძრაობას. დღეს რანიც ხართ და რადაც იქეცით, არავინ გამოგყვებათ ბრძოლაში“, - წერს არველაძე.