გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ალექსეი არესტოვიჩი: ბევრი ამბობდა ნატოზე უარი არ შეიძლებოდაო, მაგრამ პირველ რიგში, სად არის ეს ნატო, მიგვიღებდა ან მიგვიღებს?

29-11-2023

მე ვიყავი სტამბოლის მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი, თუმცა მეც კი არ ვიცი ბოლომდე, როგორ მოხდა ისე, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ მოლაპარაკებების შეწყვეტა. მე მახსოვს ბევრი ემოციური საუბარი, რომ ბუჩის შემდეგ ასე არ შეიძლება. მაგრამ მახსოვს, რომ რუსული მხარე ჯერ კიდევ სამშვიდობო ინიციატივებზე საუბრობდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ინტერვიუში განაცხადა.


მისივე თქმით, სტამბოლის სამუშაო დოკუმენტი სულაც არ იყო ცუდი.


„ბევრი ამბობდა ნატოზე უარი არ შეიძლებოდაო, მაგრამ პირველ რიგში სად არის ეს ნატო, მიგვიღებდა ან მიგვიღებს? ახლა კი რუსეთმა თქვა, რომ ნატო წითელი ხაზია. სამაგიეროდ 300 000 ადამიანი შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო და ნახევარი უკრაინა არ ყოფილიყო დანგრეული და დანაღმული. ხომ არ უნდა მოგვეწერა ხელი ამ სამშვიდობო შეთანხმებისთვის სტამბოლში? ჩვენც მივდიოდით დათმობებზე, მაგრამ დათმობები, რაზეც რუსეთი მიდიოდა, უპრეცედენტო იყო“, -აღნიშნა არესტოვიჩმა.