გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბაკურიანში შსს-ს ახალი შენობის მშენებლობაზე 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

21-09-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაბა ბაკურიანში სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის სამშენებლოსამუშაოებისთვის გათვალისწინებული თანხა 1 777 792 ლარს შეადგენს. შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.


უწყების ინფორმაციით, ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე დროებითი მოთავსების იზოლატორი განთავსდება, რომლის საერთო ფართობი 364 კვ.მ-ს შეადგენს. ამასთან, შს სამინისტროს ცნობით, სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვე.


პროექტის მიხედვით, დროებითი მოთავსების იზოლატორში გათვალისწინებულია ოთხი საკანი რვა დაკავებულზე - სველი წერტილებით, ერთი დასაკითხი ოთახი, ერთი ამოსაცნობი ოთახი, სამედიცინო ოთახი და სამზარეულო, ასევე სასეირნო ტერიტორია, რომელიც 51,9 კვ.მ ფართბს მოიცავს.


გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ავჭალის ქუჩაზე დროებითი მოთავსების იზოლატორის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერია გამოცხადებული.



ipn.ge