გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონის მუნიციპალიტეტი სათემო ავტობუსს შეიძენს

29-11-2023

მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც გულისხმობს-ონის მუნიციპალიტეტისთვის სათემო ავტობუსის შეძენას.

 

პროექტის ხელმოწერის ცერემონიას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული-პაპუნა მარგველიძე და ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი ესწრებოდნენ.

 

პროექტი დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში.

 

საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების დაცვას საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და განათლება.