გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ქართული ე.წ. ოპოზიციისთვის საქართველოს შესვლა „რუსული კანონის" მოქმედების ნებისმიერ - „ამერიკულ-რუსულ", „რუსულ-ქართულ" თუ „ევრო-რუსულ" გეოლოკაციებში ერთნაირად მიუღებელია

29-11-2023

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას ევროკავშირში გაწევრიანებისათვის სამოქმედო 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესში.

 

„ცნობილი ხდება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან ევროკომისიის მიერ საქართველოსადმი წამოყენებულ „ევროსაინტეგრაციო" 9 რეკომენდაციაზე ხელისუფლებასთან ერთობლივ მუშაობაზე გამოცხადებული საბოტაჟის რეალური მიზეზები. იმ პირობებში, როდესაც ევროკომისია აანონსებს „უცხოური გავლენების აგენტების შესახებ" კანონის ინიციირებას, ქართული ოპოზიცია ვერ ხედავს საქართველოსთვის მსგავს სტრუქტურებთან თანამშრომლობის ვერც აუცილებლობას და ვერც მიზანშეწონილობას.

 

ევროპული „რუსული კანონი" გახდა ქართული ოპოზიციური ევრო-სკეპტიციზმის ძირითადი მიზეზი. ქართული ე.წ. ოპოზიცია ვერანაირად ვერ აუხსნის თავის მომხრეებს ერთი და იგივე ტექსტებისა და შინაარსის მქონე კანონპროექტებს შორის არსებულ სხვაობას. ქართული ე.წ. ოპოზიციისთვის საქართველოს შესვლა „რუსული კანონის" მოქმედების ნებისმიერ - „ამერიკულ-რუსულ", „რუსულ-ქართულ" თუ „ევრო-რუსულ" გეოლოკაციებში ერთნაირად მიუღებელია.

 

აქედან გამომდინარე, „ევროპული რუსული" კანონის ინიციატორის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე მუშაობაში, ჩვენი ე.წ. ოპოზიცია მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამიტომაც ებრძოდა ჩვენი ე.წ. ოპოზიცია საქართველოსთვის „ევრო-რუსული კანონის" ზონიდან „სტატუსის" მინიჭებას. ამიტომ არ აწყობთ მათ ასეთ ევროკავშირში საქართველოს პერსპექტივები. არა - რუსულ ამერიკას, არა - რუსულ ევროპას და რა თქმა უნდა - არა რუსულ საქართველოს. პრინციპებს გაუმარჯოს!“- წერს დავით ქართველიშვილი.