გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მასაცუგუ ასაკავა: აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამისადმი ურყევი რჩება

30-11-2023

აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამისადმი ურყევი რჩება, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მასაცუგუ ასაკავამ ყურადღება გაამახვილა იმ 2 საკითხზე, რომლებიც, მისივე თქმით, გააძლიერებს ერთობლივ მუშაობას.


„აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამისადმი ურყევი რჩება. ნება მომეცით გამოვყო ამ შეხვედრისთვის განსაზღვრული დღის წესრიგიდან ორი საკითხი, რაც გააძლიერებს ჩვენს ერთობლივ მუშაობას.


პირველი მათგანია ჩვენი ძალისხმევის აქცენტები და მათი მნიშვნელობა ისეთ სფეროებში, რომლებიც კლიმატის კრიზისის დაძლევისთვის გადამწყვეტია: ენერგეტიკული სისტემების გარდაქმნა და დეკარბონიზაცია, კლიმატის ცვლილებებზე გათვლილი აზრიანი ინფრასტრუქტურა და პოლიტიკა, კატასტროფებისადმი მედეგობა, ინსტიტუციური შესაძლებლობები და კოორდინაცია.


ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამის ფარგლებში შემუშავებული ხედვა კლიმატის ცვლილებების შესახებ გააძლიერებს ჩვენს გავლენას ამ სფეროებში. მაგალითად, გაუმჯობესებულ შესაძლებლობებსა და კოორდინაციას შეუძლია გააძლიეროს ჩვენი პროგრამის კოლექტიური ხმა საერთაშორისო კლიმატის ისეთ ფორუმებზე, როგორიცაა გაერთიანებული ერების კონფერენცია კლიმატის ცვლილებების შესახებ.


მეორე მათგანია ფინანსური დანაკლისის ამოვსების მნიშვნელობა. ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამის ქვეყნებს 2030 წლამდე 1 ტრილიონზე მეტი დოლარი დასჭირდებათ წელიწადში ინფრასტრუქტურის სექტორში მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად და რეგიონის მრავალმხრივ გამოწვევებზე რეაგირებისთვის.


ყოველივე ეს კი საჭიროებს ინოვაციურ მიდგომებს კერძო სექტორიდან კაპიტალის მობილიზებისა და მაღალი ხარისხის ინვესტიციების განხორციელების უნარის გასაზრდელად.


იმედი მაქვს, რომ შევძლებთ რეალური პროგრესის მიღწევას ბანკისთვის შესაფერისი რეგიონალური პროექტების მხარდასაჭერის ინიციატივებისთვის, რომლებიც ორიენტირებულია კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებაზე, ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე, მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებასა და მდგრადობაზე.


ნება მომეცით ჩემო გამოსვლა დავასრულო იმის თქმით, რომ აზიის განვითარების ბანკს მტკიცედ აქვს ნაკისრი ვალდებულება თქვენთან ერთად ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და დაფინანსებაზე მუშაობაზე ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამის წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად.


კიდევ ერთხელ გმადლობთ პარტნიორობისთვის!", - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.