გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს მელიორაციაში სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს

30-11-2023

შპს ,,საქართველოს მელიორაციაში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის - აგროინჟინერია, ნიადაგის და წყლის სპეციალობა, სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს.


ორი თვის განმავლობაში, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, კომპანიის რეგიონულ სერვისცენტრებსა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მუშაობის სპეციფიკას გაცნობოდნენ.


სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის დარგში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მომზადების მხარდაჭერას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.


კომპანიაში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებმა სტაჟირების შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინეს, რის შემდეგაც სერტიფიკატები გადაეცათ.  

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სტუდენტებს მომავალშიც შესთავაზებს კომპანიაში სტაჟირების გავლას.