21-09-2018
საქართველოს პარლამენტის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა უპრეცედენტო შემთხვევაა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა რომ სასამართლო განხილვები არ დასრულებულა, მმართველმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება შეექმენა კომისია, რათა დამატებითი კითხვები პასუხგაუცემელი არ დარჩენილიყო.
„დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა უპრეცედენტო შემთხვევა გახლავთ, როდესაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით და ასევე, ოპოზიციის მხარდაჭერით შექმნა დროებითი საგამოძიებო კომისია. ხაზს ვუსვამ, ქალბატონებო და ბატონებო - ეს არის უპრეცედენტო რამ, როდესაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება, არ დასრულებულა სასამართლო განხილვები, ჯერ მხოლოდ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გვქონდა ჩვენ და მიუხედავად ამისა, ჩვენ გამოვიჩინეთ ძალიან მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ არ დარჩენილიყო კიდევ დამატებითი შეკითხვები ამ საქმეზე. ვინაიდან გაჩნდა დამატებითი შეკითხვები საზოგადოებაში და ჩვენ დიახ ვართ ის ძალა, რომელიც ვუსმენთ ამ საზოგადოებას, ჩვენ ვისმენთ მათ მოთხოვნებს, ჩვენ გვაქვს მოთხოვნები რომ ვიმოქმედოთ მათი მოთხოვნების და ინტერესების შესაბამისად და სწორედ ამიტომ გამოვიჩნეთ მაღალი პასუხისმგებლობა და შევქმენით დროებითი საგამოძიებო კომისია, მიუხედავად იმისა, რომ ამ კომისიის შექმნა უკავშირდებოდა მთელ რიგ რისკებს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამო. მე მინდა თქვენ გესაუბროთ იმ საკითხებზე, რა დავადგინეთ ჩვენ, ვინაიდან თქვენ გაქვთ ინტერესი, ისევე როგორც საზოგადოებას, რა დაადგინა მამრთველმა გუნდმა იმ ობიექტურ რეალობაში, რაც ჩვენ შევისწავლეთ, განსხვავებით ევროპული საქართველოსგან ,რომელმაც შემოგვთავაზა ერთის მხრივპარტიული დოკუმენტი და მეორე მხრივ არაკომპეტენტური დოკუმენტი," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.