გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვოლოდიმირ ზელენსკი: კონტრშეტევის დროს უფრო სწრაფი შედეგები გვინდოდა, ამ თვალსაზრისით, სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და ეს ფაქტია

1-12-2023

კონტრშეტევის დროს უფრო სწრაფი შედეგები გვინდოდა. ამ თვალსაზრისით, სამწუხაროდ, სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და ეს ფაქტია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ესოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.


უკრაინის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ქვეყანამ სასურველი რაოდენობის შეიარაღება ვერ მიიღო.


„ჩვენ გვაქვს ომის ახალი ეტაპი და ეს ფაქტია. მთლიანობაში, ზამთარი ომის ახალი ეტაპია. უკან არ ვიხევთ, კმაყოფილი ვარ; ჩვენ მსოფლიოში მეორე არმიას ვებრძვით, კმაყოფილი ვარ; ჩვენ ვკარგავთ ხალხს, არ ვარ კმაყოფილი. ჩვენ არ მივიღეთ ყველა იარაღი, რაც გვინდოდა და ვერ ვიქნები კმაყოფილი, მაგრამ, ასევე, ბევრი წუწუნი არ შემიძლია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შიშობს, რომ ისრაელ-„ჰამასის“ ომი დაჩრდილავს უკრაინაში კონფლიქტს, რადგან კონკურენტული პოლიტიკური დღის წესრიგი და შეზღუდული რესურსები საფრთხეს უქმნის კიევისთვის დასავლური სამხედრო დახმარების ნაკადს.