გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ევროსაბჭოს ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე, ბიუროს ვიცეთავმჯდომარედ კარლო ამირგულაშვილი მესამედ აირჩიეს

1-12-2023

27 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით,  ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ კონვენციის (ბერნის კონვენცია) მუდმივმოქმედი კომიტეტის 43-ე სხდომა ტარდება. სხდომის მონაწილეებმა, უკვე მესამედ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, ბიუროს ვიცეთავმჯდომარედ ერთი წლის ვადით აირჩიეს. კარლო ამირგულაშვილმა ბიუროს ვიცეთავმჯდომარის პოსტი პირველად 2021 წელს დაიკავა.


ბერნის კონვენცია გარემოს დაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. შესაბამისად, აღნიშნულ პოზიციაზე საქართველოს წარმომადგენლის დანიშვნა ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს აქტიურ წარმოჩენას ევროპის საბჭოს სტრუქტურებში, ასევე საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულებას, საქართველოში კონვენციის დანერგვას და ზოგადად, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებას.


კონვენციის დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით,  საქართველოში ზურმუხტის ქსელი შეიქმნა და განვითარება წლებია მიმდინარეობს.


2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში, ზურმუხტის ქსელის  ფართობი 1 307 501 ჰექტარს შეადგენს და 66 ტერიტორიისგან შედგება. ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს ზურმუხტის ქსელის ტერიტორიების მართვის გეგმების შემუშავება.