გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: კიევმა "არასათანადოდ შეაფასა მოსკოვის შესაძლებლობები", საკმარისი ძალა არ გვაქვსო, ზელენსკიმ - ეს დაპირებული ძალა "შეიჭამა" თუ პარტნიორებმა "გადაგაგდეს"?

1-12-2023

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „არ გვაქვს საკმარისი ძალა, რათა სასურველ შედეგს უფრო სწრაფად მივაღწიოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ.


კონტრშეტევის დროს უფრო სწრაფი შედეგები გვინდოდა, ამ თვალსაზრისით, სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და ეს ფაქტია“ როგორც ქართველიშვილი წერს, საკმარისი ძალა არ გაგვაჩნიაო, სასურველ შედეგს სწრაფად ვერ ვაღწევთო, კონტრშეტევა ჩაგვეფუშაო და ეს "ფაქტიაო", მაგრამ ეს არ ნიშნავსო, რომ "უნდა დავნებდეთ" - აი ეს მომენტი არის "ოდნავ" გასაშლელი.


მით უმეტეს - იენს სტოლტენბერგის ბოლო განცხადების ფონზე. „აღარ მოგაწყენთ NATO-ს ა.წ. ვილნიუსის სამიტის შედეგების შეხსენებით, რომლის ძირითადი გზავნილი კიევისადმი საკმაოდ მარტივი იყო: ამარცხებთ მოსკოვს - წევრიანდებით ალიანსში ამისთვის საჭირო ყოველგვარი MAP-ის გარეშე, ხოლო გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელი რესურსი ჩვენზე იყოსო.


არც იმას შეგახსენებთ, ჩვენი "შაჰიდი-სექტანტები" როგორი დამრიგებლური ტონით გვსაყვედურობდნენ, რომ აწი ჩვენ უკრაინას ვერც ჩრდილო-ატლანტიკურ გზაზე ვერ დავეწევით. გადის 140 დღე. NATO-ს გენმდივანი იუწყება, რომ კიევმა "არასათანადოდ შეაფასა მოსკოვის შესაძლებლობები". ანუ, ეს "არასათანადოობა" ამ 140 დღეში გამოვლინდა? გადის სულ რაღაც ოთხ თვენახევარი და საკმარისი ძალა არა გვაქვსო, ზელენსკიმ - ანუ, ეს დაპირებული ძალა "შეიჭამა" თუ პარტნიორებმა "გადაგაგდეს"? "არასასურველი შედეგით" დასრულებული კონტრშეტევის რომელ მოდელზე საუბრობ, ისიც დაამატე: პენტაგონის თუ ბრიტანეთის მიერ შემუშავებულზე? ვის დავაბრალოთ წარუმატებლობა - არ უნდა ვიცოდეთ? ეხლა კი შევაჯამოთ: საკმარისი ძალა არ გაგვაჩნიაო, სასურველ შედეგს სწრაფად ვერ ვაღწევთო, კონტრშეტევა ჩაგვეფუშაო და ეს "ფაქტიაო", მაგრამ ეს არ ნიშნავსო, რომ "უნდა დავნებდეთ" - აი ეს მომენტი არის "ოდნავ" გასაშლელი. მით უმეტეს - იენს სტოლტენბერგის ბოლო განცხადების ფონზე.“-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.