გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი: მეგის ქარდავა იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახე, მაგრამ მეგის ქარდავა მარტო არ იყო; ის სისტემის ნაწილია და ეს სისტემა სხვანაირ ადამიანებს არც მოიაზრებდა

1-12-2023

"ეს იყო სისტემა, რომელიც აბსოლუტურად შორს იდგა ადამიანის უფლებების დაცვისგან და ევროპული ღირებულებებისგან," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა "ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, ე.წ. ციხის კადრები რომ გავრცელდა, მაშინდელმა ხელისუფლებამ თქვა, რომ ამ სისტემური დანაშაულის შესახებ არაფერი იცოდა.


სუბარი კი აცხადებს, რომ ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა, რადგან სახალხო დამცველად მუშაობის პერიოდში ეს ფაქტები მის ყველა საპარლამენტო მოხსენებაში იყო ასახული.


„მეგის ქარდავა იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახე, მაგრამ მეგის ქარდავა მარტო არ იყო. ის სისტემის ნაწილია და ეს სისტემა სხვანაირ ადამიანებს არც მოიაზრებდა. ეს სისტემა ზრდიდა ასეთ ადამიანებს. როცა ციხის კადრები გამოვიდა, თქვეს - სისტემური დანაშაული ყოფილაო და ჩვენ ეს არ ვიცოდითო. სინამდვილეში ყველამ ყველაფერი იცოდა. ამას მე ვამბობდი ყველა ჩემს საპარლამენტო მოხსენებაში, როცა ვიყავი სახალხო დამცველი. ეს იყო სისტემა, რომელიც აბსოლუტურად შორს იდგა ადამიანის უფლებების დაცვისგან და ევროპული ღირებულებებისგან," - განაცხადა სოზარ სუბარმა.