გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი უკრაინის ომზე: ყველაზე დაზარალებული და იდიოტურ მდგომარეობაში არის ევროკავშირი, რომელსაც დაახარჯვინეს ასობით მილიარდი დოლარი და რაში, არ იციან

2-12-2023

ვინ იზარალა და ვინ იხეირა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით, ამ თემაზე მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითქმის ორწლიანი ომის შემდეგ, ყველაზე მეტად ევროპა დაზარალდა.

 

„ყველაზე დაზარალებული და იდიოტურ მდგომარეობაში არის ევროკავშირი, რომელსაც დაახარჯვინეს ასობით მილიარდი დოლარი და რაში, არ იციან. აუფეთქეს ინდუსტრიული გაზის მიწოდების ჩრდილოეთ ნაკადი და გაჭყიპეს ამერიკელებმა იმ ბუნებრივი აირით, რომელიც არ არის ინდუსტრიული. საწარმოები გერმანიაში საერთოდ გაჩერდა. ამერიკელებმაც და რუსებმაც იხეირეს და დარჩა ზელენსკი, რომელიც ევროკავშირს ეუბნება, რომ ერთ-ორი წელი ისევ უნდა შემინახო, იმიტომ, რომ ფეხზე დგომას ვერ შევძლებო,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

 

მისი თქმით, უკრაინაში სავარაუდოდ კიდევ ორი წელი არ უნდა ველოდოთ არჩევნებს და ცვლილებებს, სანაცვლოდ, გაისად ძალიან საინტერესო არჩევნები გველოდება ევროპაში. „ბელგიაში იგებენ კონსერვატორები, რომლებიც საერთოდ ბელგიის გაყოფას უჭერენ მხარს. საგულისხმოა უკრაინაში, ზელენსკისთან ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სამსახურის უფროსის უილიამ ბერნსის ჩასვლა, რაც მოასწავებს იმას, რომ მან სერიოზული ინსტრუქტაჟი მიიღო. ბატონ ვოლოდომირს ფრთხილად, ამხანაგურად ისიც მიანიშნეს, რომ ზელენსკის გარემოცვაში შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც მის ფიზიკურ ლიკვიდაციაზე ფიქრობენ და სიფრთხილისკენ მოუწოდეს,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.