გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას, რათა უზრუნველყოფილი იყოს კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული მომავალი

2-12-2023

მქონდა პატივი, სიტყვით გამოვსულიყავი დუბაიში კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების თემაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამართული 28-ე კონფერენციაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ ტვიტერში" წერს.


როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განახლებადი ენერგორესურსების განვითარების, ენერგიის დამზოგავი პროექტების განხორციელებითა და ეკომეგობრული ინიციატივებით საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას.


„ჩვენ პრიორიტეტად მივიჩნევთ კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის საკითხს, განახლებადი ენერგორესურსების განვითარების, ენერგიის დამზოგავი პროექტების განხორციელებითა და ეკომეგობრული ინიციატივებით საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას, რათა უზრუნველყოფილი იყოს კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული მომავალი, - აღნიშნავს პრემიერი.