გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული ქართველი სოპრანოს მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო

3-12-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული ქართველი სოპრანოს მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო.


პრემიერის თქმით, მედეა ამირანაშვილი იყო ქართული და ევროპული საოპერო მუსიკის უბადლო შემსრულებელი და ქართული მუსიკალური ხელოვნების თავდადებული ქომაგი.


"სწორედ ამით დაიმსახურა მან ოპერის მოყვარულთა თუ ხელოვნების მოღვაწეთა დიდი სიყვარული და პატივისცემა.


ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და თანავუგრძნობ მის მსმენელს საყვარელი არტისტის გარდაცვალებას",- აღნიშნულია განცხადებაში.