გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ეკა ბესელია: უნდა დავინახოთ ის საკითხები, რაც მოსაწესრიგებელია

21-09-2018

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოში სისტემური რეფორმა მოსაწესრიგებელა, ამაზე კი პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუშაობა უკვე დაიწყეს.

 

აღნიშნული განცხადება მან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

 

„მივუსამძიმრებ სარალიძის ოჯახს და ასევე დადუნაშვილის ოჯახს, რომელიც გუშინ სამწუხაროდ არ გახსენებია ბატონ სერგის, რომ ამ საქმეს ყავს მეორე დაზარალებულიც.

 

იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო ტრადიციას არ აქვს გამოცდილება ასეთ საქმეებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის და როგორც წესი, იმ საქმეებზე, რომელზეც უნდა შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, არ შექმნილა, ამ კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას ჰქონდა არა მხოლოდ ამ ერთი საქმის, არამედ სხვა შემთხვევაში  საპარლამენტო კონტროლის კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა.

 

სამწუხაროდ ის მანდატი, რაც პარლამენტმა ამ კომისიას უმრავლესობით მისცა, აჩვენა, რომ კომისია რომელიც უმრავლესობით დაკომპლექტდა ევროპული საქართველოს წარმომადგენლებით, ასეთი არ უნდა იყოს საგამოძიებო კომისია. ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც პროცესებს შიგნიდან ვაკვირდებოდი ძალიან სამწუხარო იყო ის, რომ პროცესი სრულად პოლიტიზირებული იყო. არა და ეს არის ის ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპი, როდესაც უნდა მოახერხონ პოლიტიკოსებმა და გათავისუფლდნენ ამისგან.

 

სამწუხაროდ ამ კომისიამ ეს ვერ შესძლო და ბატონი ქადაგიძისა და ჭაიას დაწერილი დასვკნით ,  რომელიც მერე კორექტირებული იყო იმ იურისტების მიერ, რომელიც ამ კომისიაში იყვნენ აჩვენა, რომ იმდენად ვერ გაექცა ამ პოლიტიკურ განწყობას უმრავლესი წევრები, რომ ვერ მოახერხეს მერაბიშვილის ეპიზოდი მაინც არ მოხვედრილიყო ამ დასკვნაში.

 

როდესაც ბატონი სერგი საუბრობდა, რომ ბატონი გახარია უნდა გადადგეს, ვინაიდან მან ამ განცხადებით ჩაკეტა პროცესი, სწორედ ამ განცხადების ფონზე ჩატარდა 500-მდე საგამოძიებო მოქმედება და ამ მოქმედებების შედეგად მოხდა ახალი პირების გამოვლენა.

 

როდესაც საუბრობთ რომ  წულუკიანი  უნდა გადადგეს, ერთი კითხვა მაინც უნდა არსებობდეს, როცა იგი დაიბარეთ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. ასევე როცა ამბობთ რომ შოთაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ჯერ იმაზე უნდა ვისაუბროთ  ის მორალური პასუხისმგებლობა, რომელიც მან აიღო, არის თუ არა სრულიად ახალი სტანდარტი.

 

კომისიის მანდატი არ არის მოსამართლის და პროკურორის მანტიით აღჭურვა. კომისიას არ აქვს უფლება   კონკრეტული სისხლის სამართლის კვალიფიკაცია განუსაზღვროს პირს. კომისიის მანდატი არის ობიექტური  გარემოებების დადგენა და თანამდებობის პირებმა ან საგამოძიებო ორგანოებმა, ხომ არ დაარღვიეს კანონი. ვინ მოგცათ უფლება, რომ მ.კ,  ვინც არ უნდა იყოს იგი, რომლის არც უდანაშაულობის პრეზუმცია გახსოვთ და არც ის რომ მას რაიმე უფლება აქვს ამ ქვეყანაში, გამოუტანოთ მას მსჯავრი. როცა ასეთ მოწოდებას აკეთებს სახალხო დამცველი, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ამ ინსტიტუციის მიმართ, ეს არის დიდი შეცდომა. ჩვენ უნდა დავინახოთ ის საკითხები, რაც მოსაწესრიგებელია, სისტემური რეფორმა, რომელიც კანონმდებლობის და სისტემური გამიჯვნის კუთხით სჭირდება უწყებებს და რაც უკვე დაწყებულია. პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს რეფორმები უკვე დაიწყო. ჩვენი რეკომენდაციებიც ამას ეხმიანება. რეფორმები სჭირდება განათლების კუთხით, უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით იმისათვის, რომ ეს ტრაგედია იყოს ინდიკატორი იმისათვის, რომ ბევრი რამ, რაც გასაკეთებელია, ეს მოწესრიგდეს“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.