გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

როუზ გიოტმიოლერი: მოგიწოდებთ გააგრძელოთ სვლა გზაზე, რომელიც ნატოს წევრობისკენ მიჰყავხართ

21-09-2018

„საქართველო ნატოსთან გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე მანამდე” – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გიოტმიოლერმა განაცხადა, რომელმაც საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილესთან დავით დონდუასთან ერთად პრეს-კონფერენცია გამართა.


მისი თქმით, საქართველო საუკეთესო ფორმას ინარჩუნებს ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რასაც მოწმობს ივლისის სამიტზე ალიანსის ლიდერების მიერ კიდევ ერთხელ გაკეთებული განცხადება, რომ საქართველო, ნატოს ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილების შესაბამისად, ნატოს წევრი გახდება.


როუზ გიოტმიოლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

„10 წლის განმავლობაში საქართველო ასრულებდა ცენტრალურ როლს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და ნატოსა და ქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით“ - განაცხადა გენერალური მდივნის მოადგილემ.