გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან დავითაშვილი კონფერენციას „საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკა“ დაესწრო

21-09-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კონფერენციას „საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკა“ დაესწრო.

კონფერენციაზე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა 2018-2021“ განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა კონფერენციაზე ქვეყნის რეგიონული განვითარების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება სოფლის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკაზე გაამახვილა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ამ მიმართულებით ევროკავშირის მხარდაჭერის განსაკუთრებული წვლილის მნიშვნელობა.

„საქართველოს მოსახლეობის საკამოდ დიდი ნაწილი, დაახლოებით 40%-ზე მეტი, სასოფლო დასახლებებში ცხოვრობს. შესაბამისად, მათთვის პირობების გაუმჯობესება მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული ისეთ ეკონიმიკურ საქმიანობასთან, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება ან სხვა ეკონომიკური საქმიანობები, რაც სოფლად ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს. სოფლის განვითარების სტრატეგია მჭიდროდ არის დაკავშირებული რეგიონული განვითარების სტრატეგიასთან. ჩვენი მიზანია სწორი პოლიტიკით სოფლის განვითარების პროცესი სწრაფი და შეუქცევადი გავხადოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კონფერენცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, „ევროკავშირი საქართველოსთვის“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართა.