გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ეკა სეფაშვილი: მათ უკვე დაანახეს ქვეყანას, რომ მათთვის ევროკავშირში ინტეგრაცია არის ის ამოცანა, რასაც ხელი უნდა შეუშალონ

4-12-2023

„ჩართულობა-არ ჩართულობას უკვე არავითარი ფასი არ აქვს. მათ უკვე დაანახეს ქვეყანას, რომ მათთვის ევროკავშირში ინტეგრაცია არის ის ამოცანა, რასაც ხელი უნდა შეუშალონ,“ - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაში ოპოზიციის მონაწილეობა.


მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აქამდეც ევროინტეგრაციისთვის საჭირო ნაბიჯებს თავად დგამდა და ამჯერადაც, 9 დათქმის შესრულებას ოპოზიციის გარეშე შეძლებს.


„ამ ცხრა ნაბიჯსაც მათ გარეშეც შევასრულებთ თავისუფლად და ახლა, როდესაც ყველა ნაბიჯი გადადგმულია და დიდი ალბათობით, საქართველო ელოდება სტატუსს, მათი ეს ბოლოში მიყოლილი ნათქვამი, რომ ჩვენც გვინდა და ჩვენც გავაკეთებთ რაღაცას, რბილად რომ ვთქვათ, კომიკურად ჟღერს და ასე ვთქვათ, იხტიბარს არ იტეხენ,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.