გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დიმიტრი ხუნდაძე: ევროპაში ნაციზმის იდეოლოგია პოლიტიკურ დანაშაულად აღიარეს, საქართველოც უნდა გათავისუფლდეს ნაცისტური იდეოლოგიისგან, როგორც პოლიტიკური დანაშაულისგან

4-12-2023

„მიხეილ სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ადოლფ ჰიტლერის ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის მსგავსად, ისტორიას დარჩება, როგორც ფაშიზმი,“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე წერს. როგორც ის აცხადებს, ნაციონალური მოძრაობა მარტო კი არ უნდა დაიშალოს, არამედ, საბოლოოდ უნდა დასრულდეს.


„ევროპაში ნაციზმის იდეოლოგია პოლიტიკურ დანაშაულად აღიარეს. ასევე უნდა ვაღიაროთ საქართველოშიც "ნაციონალური მოძრაობის" მტრული იდეოლოგიაც. ნაციონალური მოძრაობა მარტო კი არ უნდა დაიშალოს, არამედ, საბოლოოდ უნდა დასრულდეს. პარტიიდან კადრების გადინება და შიდა დაპირისპირება მცირეა იმასთან შედარებით, რასაც იმსახურებენ.


დროა, საქართველოს უახლესი მოვლენებიც იქნას შესწავლილი და შეფასებული. თუ წარსული სწორად არ შევაფასეთ, მომავალს ვერ შევქმნით. ევროპის მსგავსად, საქართველოც უნდა გათავისუფლდეს ნაცისტური იდეოლოგიისგან, როგორც პოლიტიკური დანაშაულისგან," - წერს დიმიტრი ხუნდაძე.