გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

WSJ: თეთრი სახლის განცხადებით, აშშ ვერ გააგრძელებს უკრაინისთვის შეიარაღებისა და აღჭურვილობის გადაცემას, თუ კონგრესი წლის ბოლომდე დამატებითი დახმარების გამოყოფას არ დაუჭერს მხარს

4-12-2023

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ ვერ გააგრძელებს უკრაინისთვის შეიარაღებისა და აღჭურვილობის გადაცემას, თუ კონგრესი წლის ბოლომდე დამატებითი დახმარების გამოყოფას არ დაუჭერს მხარს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.


„ამერიკული იარაღისა და ტექნიკის მიწოდების შეწყვეტა უკრაინას ბრძოლის ველზე დააჩოქებს, საფრთხის ქვეშ დააყენებს უკრაინის მიღწევებს და გაზრდის რუსული სამხედრო გამარჯვებების ალბათობას“, - აღნიშნულია წერილში, რომელიც თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორმა, შალანდა იანგმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს გაუგზავნა.


როგორც წერილში იანგი აღნიშნავს, დაფინანსების ჯადოსნური წყარო არ არსებობს, ფული ამოიწურა და ასევე თითქმის ამოიწურა დროც.


„დამატებითი ფინანსების გარეშე აშშ-ს არ ექნება აუცილებელი რესურსები, რათა გადასცეს უკრაინას შეიარაღება და ტექნიკა ან გამოყოს რესურსები აშშ-ის სამხედრო მარაგებიდან“, - აღნიშნა თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორმა.