გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი ამილახვარი: 2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლის ანაზღაურება სრული დატვირთვის შემთხვევაში საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება

4-12-2023

„ჩვენთვის ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის ზოგადი განათლების განვითარება. ამ კუთხით ყველაზე მთავარია მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება. ჩვენი ხელისუფლების დროს პედაგოგთა ანაზღაურების დაახლოებით 200%-იანი მატება იყო და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. მიმდინარეობს ახალ სახელფასო ფორმულაზე მუშაობა. პროცესში ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე. 2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლის ანაზღაურება სრული დატვირთვის შემთხვევაში საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება“– აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მინისტრის თქმით, ახალი სახელფასო პოლიტიკის ფარგლებში ყველა მასწავლებელს შეეხება ანაზღაურების მატება – შედეგად, ბოლო წლებთან შედარებით ისინი აიღებენ 4-ჯერ, 5-ჯერ მეტ ხელფასს. 


ჩნდება კითხვა რატომ პირველი ივლისიდან. იმიტომ, რომ აუცილებელია სისტემა გადაერთოს ახალ სახელფასო პოლიტიკაზე და ამის გაკეთება შეუძლებელია სასწავლო წლის მიმდინარეობისას. შესაბამისად, სასწავლო წელი როგორც კი დასრულდება – პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო სისტემა.ჩვენი გმირიმასწავლებლები იმსახურებენ ღირსეულ ანაზღაურებას. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სკოლებში კიდევ უფრო ხარისხიანიგანათლების უზრუნველყოფას, რაც ჩვენი ნათელი მომავლის საწინდარია, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.