გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჯუანშერ ბურჭულაძე ჯარისკაცების სამოსზე: ნებისმიერი მობრძანდით, აიღეთ ჩვენი სპორტული და ნახეთ, თუ რომელიმე ძვირფასი ბრენდის ხარისხს ჩამოუვარდება!

4-12-2023

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, „ტვ პირველის“ ეთერში გასული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქართულ ჯარს უხარისხო ფორმები მიეწოდება, „რადიკალური სიცრუეა“.


როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ჯარის ტანსაცმელი „რომელიმე ძვირფასი ბრენდის ხარისხს არ ჩამოუვარდება“.


„[„ტვ პირველის“ სიუჟეტში] ჩვენი სანივთე ქონების ხარისხზეც იყო ყურადღება გამახვილებული, რაც ასევე, რადიკალური სიცრუეა. ჩვენ პანდემიის პერიოდმა დაგვანახა, რომ აუცილებელია, სახელმწიფოს საწარმო ჰქონდეს. პანდემიის პერიოდში ძალიან გაგვიჭირდა, ბევრი თურქული საწარმო დაიხურა, ბევრმა თავისი პროდუქციის წარმოება შეამცირა. რაღაც პერიოდში ძალიან გაგვიჭირდა, რომ საჭირო ნივთები მიგვეღო. შესაბამისად, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, შევიძინეთ უკვე ამუშავებული საწარმო, სადაც 100 თანამშრომლიდან დღეს, 600 თანამშრომელი გვყავს. შეიძლება საკვებზე თქვათ, რომ შერჩევით სადღაც კარგი გვაქვს. [რაც შეეხება] ჯარის ტანსაცმელს, ნებისმიერი მობრძანდით, აიღეთ ჩვენი სპორტული და ნახეთ, თუ რომელიმე ძვირფასი ბრენდის ხარისხს ჩამოუვარდება. რაც შეეხება ბათინკს, აქაც მოხდა პარადოქსი. ჩვენ ბატონი პრემიერის მინისტრობის დროს, ჯარში 2 საუკეთესო ბრენდის ბათინკი შემოვიტანეთ. ჩვენმა ოპოზიციამ, არ ვიცი, სავარაუდოდ, მტრულმა ძალებმა ამ კომპანიას წერილი მიწერეს - მაქვს ეს წერილი. მიწერეს, რომ თავდაცვის სამინისტროს რასაც აწვდით, ნამდვილად ორიგინალია თუ არა ეს ბათინკიო. კომპანია დაგვიკავშირდა. ასეთი რამე არც ერთი ქვეყნიდან არ გვინახავსო. ეს რა არის თუ არა საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაცია? კომპანიას ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი დაეკარგა. წარმოიდგინეთ, რამდენად უსაზღვროა ანტისახელმწიფოებრივი ძალების ქმედება“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


ამასთან, მინისტრმა სახელმწიფო სამკერვალო „დელტა ტექსტილზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი კომერციული მიზნებისთვის გამოყენებაში „სამართლებრივი პრობლემა“ არ არის და მასზე მოთხოვნიდან გამომდინარე, „ონლაინ მაღაზიის“ გაკეთებაც შეიძლება.


„ზოგადად სამართლებრივად ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. სსიპ-ის დაფუძნებულ შპს-ია. ჩვენ ასევე დრონების საწარმოც დავაფუძნეთ, ასევე სსიპ-ის დაფუძნებული შპს-ია. აქაც ვფიქრობთ, ჩვენ ერთობლივი საწარმოს ფარგლებში, ჩვენი პარტნიორებიც ფიქრობენ, რომ კომერციული მიზნებისთვის გაიტანონ და ამაში სამართლებრივად არანაირი პრობლემა არ არის - ეს ერთი. აქ, ჩვენს ბაზარზე გაცილებით დიდი ბაზარი შეიძლება, ვთქვათ, აითვისოს ჩვენმა კომპანიამ. მეორე, რაც შეეხება „დელტა ტექსტილს“, აქ იმხელა მოთხოვნაა საზოგადოებისგან, თუნდაც ჯარისკაცების ახლობლებისგან და იმდენად მოსწონს ყველას ეს ხარისხი, ჩვენი წარმოებულის, რომ „ონლაინ“ მაღაზიის გაკეთებასაც ვფიქრობთ. ზოგადად, პოპულარიზაციისთვისაც ცუდი არ იქნება, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ეცმევათ სპორტულები, რომლებსაც თავდაცვის სამინისტრო ან თავდაცვის ძალები ეწერება“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.