გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჯუანშერ ბურჭულაძე: ინფორმაცია, რომ თურმე ჯარში შედის უხარისხო კვება, არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას და არის ჯარის დისკრედიტაციის მცდელობა

4-12-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ერთ-ერთი მედიის ეთერში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება და აცხადებს, რომ რადიკალურად აცდენილია რეალობას ინფორმაცია, თითქოს ჯარში უხარისხო საკვები პროდუქტები შედის.


ბურჭულაძის თქმით, ეს არის ჯარის დისკრედიტაციის მცდელობა.


„მინდა, განცხადება გავაკეთო იმ ცრუ რეპორტაჟზე, რომელიც გავიდა თავდაცვის ძალების, თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ. ასევე ავხსნა, ეს რატომ ემსახურება ფარულად თუ ღიად ჯარის დისკრედიტაციას. ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც ჩემი ოჯახის წევრებს ეხებოდნენ, ასევე აბსოლუტურად სიცრუით შემოფარგლული ინფორმაციით, მაგრამ ჩემი და სხვა საჯარო მოხელის თმენის ვალდებულებებით ამას შეგნებულად არ ვუპასუხე. თუმცა ჩვენ არასდროს დავტოვებთ რეაგირების გარეშე, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ჯარს. ინფორმაცია, თურმე ჯარში შედის უხარისხო კვება, აბსოლუტურად, რადიკალურად აცდენილია რეალობას. რატომ არის ეს ჯარის დისკრედიტაციის მცდელობა თუ დისკრედიტაცია? თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ შევქმენით ხარისხის კონტროლის ოთხი სხვადასხვა მექანიზმი ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენმა ჯარმა მიიღოს საუკეთესო პროდუქტი. ასევე, რადიკალურად, არსებითად გავაუმჯობესეთ საკვები პროდუქტის ხარისხი, ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არასდროს მსგავსი ხარისხის პროდუქტი არ ყოფილა ჩვენს ჯარში. კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, მაგალითად, გამაგრილებელი სასმელი – ჯარში, ბოლო წლებია, შედის „პეპსი-კოლა“; შედის ქართული გაუყინავი ხორცი, შედის ისეთი მომწოდებლის ყველი, რომელიც აწვდიდა ასევე (არ მინდა, ბრენდების სახელი დავასახელო) ყველაზე ძვირფას სუპერმარკეტს საქართველოში. ეს არის რეალობა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის განმარტებით, რეალობაა ისიც, რომ ჯარში დღეს შემოდინება არის ისეთ ნიშნულზე, რაც არ ყოფილა მრავალი წლის განმავლობაში.


„ეს არის ზუსტად პასუხი. კონკრეტული პასუხია იმ დისკრედიტაციაზე, რასაც ეწევიან ჩვენი ოპოზიციური არხები. ზუსტად ამის წინააღმდეგ არის ეს კამპანია დაგეგმილი. ჩვენ ამას არ მოვითმენთ და ყოველთვის ვეცდებით, ვამხილოთ ადამიანები, რომლებიც ეწევიან სახელმწიფოს დისკრედიტაციას“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.