გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ყაველაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: სამარცხვინოა, რომ მოგვიწოდებს უკრაინასა და მოლდოვას დავეწიოთ

4-12-2023

 ქალბატონი პრეზიდენტი გარე ძალების დავალებას ასრულებს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი იმ ქვეყნებზე აცხადებს, რომ საქართველო უნდა დაეწიოს, რომელთა ეკონომიკაც და თავისუფლების ხარისხიც კრიზისშია.


„სალომე ზურაბიშვილი გამოდის და აცხადებს, რომ თურმე უკრაინასა და მოლდოვას უნდა დავეწიოთ. ჯერ შეხედოს მოლდოვას ეკონომიკური მდგომარეობის სტატისტიკას; ან იმას, თუ როგორ მიმდინარეობს იმ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი; ან, თავისუფლების რა ხარისხი აქვთ და ა.შ. უკრაინაზე აღარ მაქვს საუბარი. ეს ხომ სამარცხვინოა, რომ მოგვიწოდებს ამ ქვეყნებს დავეწიოთ. და, საქართველოს პრეზიდენტი ეწოდება ამ ქალბატონს. არც რცხვენია ამის, მაგრამ, რისი უნდა რცხვენოდეს - დავალების შემსრულებელია“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.