4-12-2017
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, 60 წელს გადაცილებული ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ქალი, სავარაუდოდ, მოკლულია, ვინაიდან სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შს სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, თუმცა ამ ეტაპზე დანაშაულის ვერსიებზე კომენტარს ვერ აკეთებენ.
რაც შეეხება არაოფიციალურ ინფორმაციას, გარდაცვლილის მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობის მოტივი შესაძლოა, ძარცვა ყოფილიყო.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"