გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზურაბ ქადაგიძე: ჯარი სანდოობით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში და “ტვ პირველი” რისი მავნებელია, ახალი კამპანია რომ არ გამოეცხო - კვლავ მიადგა ქართულ ჯარს დისკრედიტირების მიზნით

5-12-2023

ხაზარაძის კმაყოფაზე მყოფი “ჭუტავიზია”, აგრძელებს ნაძირლობაში რეკორდების დამყარებას და კვლავ მიადგა ქართულ ჯარს დისკრედიტირების მიზნით, - წერს სოციალურ ქსელში"ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, თავდაცვის ძალების საკვების ხარისხთან და უნიფორმებთან დაკავშირებით ტვ "პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ.


როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ქართული ჯარი, ყველა კვლევის მიხედვით, მაღალი სანდოობით სარგებლობს საზოგადოებაში, შესაბამისად, "ტვ პირველმა", აღნიშნული უწყების დისკრედიტაცია გადაწყვიტა.


"ხაზარაძის კმაყოფაზე მყოფი “ჭუტავიზია”, აგრძელებს ნაძირლობაში რეკორდების დამყარებას და კვლავ მიადგა ქართულ ჯარს დისკრედიტირების მიზნით. ჯარი ყველა კვლევებით, სანდოობით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში და აბა “ტვ-პირველი” რისი მავნებელია, რომ ახალი კამპანია არ გამოეცხო. ხაზარაძის ჯიბის საზოგადოება, მხოლოდ ტალახის სროლითა და სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციითაა დაკავებული , რადგან სხვა საშუალება საკუთარი თავის რეალიზებისა არ აქვთ. როგორც მენტალობით ნაძირალა ვერ გახდება დიდსულოვანი, ისე ვერ გადაიქცევა “ჭუტავიზია” რეალურ მედიად! ასე გააგრძელეთ და რას მიიღებთ 2024-ში მაგასაც ნახავთ!", - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.