გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედაგად 20 წლის ბიჭი დაშავდა

24-09-2018

ახალციხეში, სოფელ გიორგიწმინდასთან "ტოიოტა ვიტსის" მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 20 წლის ბიჭი დაშავდა.


როგორც თვითმხილველები ჰყვებიან მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა.

"აღენიშნებოდა ზედაპირული დაზიანებები, დაშავებული კონტაქტური იყო", – განაცხადეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში.

დაშავებული ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"გამოკვლევები უტარდება, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით", – განაცხადეს სამედიცინო დაწესებულებაში.


20 წლის ბიჭი მანქანაში მარტო იმყოფებოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


sknews.ge