გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ იშლება, ეს არ არის შემთხვევითი პროცესი, ეს არის დავალება, რომელსაც ასრულებს კეზერაშვილი, არის ასეთი გეგმა, „ნაცმოძრაობა“ დაწიონ, რათა სხვა პოლიტიკური ძალა წამოწიონ წინ

5-12-2023

 ნაცმოძრაობა“ იშლება და ჩვენი დაკვირვებით, ეს არ არის შემთხვევითი პროცესი. მე მგონია, რომ ეს არის ის დავალება, რომელსაც ასრულებს კეზერაშვილი. არის ასეთი გეგმა, რომ „ნაცმოძრაობა“ ქვევით დაწიონ, რათა სხვა პოლიტიკური ძალა წამოწიონ წინ. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კეზერაშვილი არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, იქიდან გამომდინარე, რომ ის აფინანსებს „ნაცმოძრაობას“.


„შესაბამისად, სწორედ ამას უკავშირდება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ისეთი ოდიოზური ფიგურის არჩევა, როგორიც არის ხაბეიშვილი. დანარჩენი პროცესები, რომლებიც დაკავშირებულია პარტიის დაშლასთან, მიზანმიმართული პროცესია, რომლის მიზანია, დაბლა დაწიონ პარტია „ნაცმოძრაობა“, რათა გააძლიერონ „ნაცმოძრაობის“ სხვა ფრთა, რომელსაც არ ჰქვია „ნაცმოძრაობა“.


ძირითადად ეს არის ის ბლოკი, რაზეც გვქონდა საუბარი. აქ შედიან სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია, ხაზარაძე, გახარია, სავარაუდო ერთობა ასე გამოიყურება, თუმცა ეს პროცესი განწირულია წარუმატებლობისთვის. „ნაცმოძრაობა“ არის „ნაცმოძრაობა“, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რომელი პარტიებისგან შედგება საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ შესაკრებთა გადანაცვლებით საბოლოო ჯამში, ვერაფერი ვერ შეიცვლება, ვერ შეიცვლება ის ჯამი, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია.


კეზერაშვილი არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, იქიდან გამომდინარე, რომ ის აფინანსებს „ნაცმოძრაობას“. ნაცვლად იმისა, რომ მან დააფინანსოს პარტიის გაძლიერება, სინამდვილეში, მიზანმიმართულად აფინანსებს პარტიის დაშლას, ამ კუთხით ის ასრულებს უბრალოდ დავალებას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.