ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ეკა სეფაშვილი კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს

6-12-2023

გაეროს 28-ზე კონფერენციაზე, რომელიც კლიმატის ცვლილებას ეძღვნება, საპარლამენტთაშორისო სესიაზე „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი მონაწილეობს. სესია მიეძღვნა კლიმატის ცვლილებების გამოწვევებს.


როგორც ეკა სეფაშვილმა განაცხადა, საუბარი შეეხო სამეცნიერო მიღწევებს ამ სფეროში. განხილულ იქნა პროგრესი, რომელიც მიღწეულია პარიზის ხელშეკრულების განხორციელებაში. კონფერენციის მსვლელობისას ხაზი გაესვა პარლამენტარების ჩართულობის მნიშვნელობას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ გადაუდებელი მიზანია პარლამენტარების მოტივაცია, განახორციელონ ზედამხედველობა და მართონ მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელია კლიმატის შეთანხმების და მიზნების განხორციელების ვალდებულებებზე.


„ეს არის მცდელობები პარლამენტარებისა და მთავრობის, რათა ჩვენი პლანეტა, ჩვენი გარემო გლობალურად იყოს უფრო სუფთა და დაბინძურებამ არ გამოიწვიოს კლიმატის ცვლილებები, რომელიც საფრთხეს უქმნის არამარტო ჩვენს ჯანმრთელობას, არამედ მთლიანად ჩვენს პლანეტას," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.