გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნინო ფოჩხუა გიორგი გახარიაზე: კაცი უმაღლეს თანამდებობებს იკავებდა და მაშინ არ იცოდა, ვინ მდიდრდებოდა და ვინ არა თუ პირიქითაა, იქნებ მისი ნაცნობ-მეგობრები გამდიდრდნენ "ქართულ-ჯიგრულ" პონტში?

6-12-2023

ამ კაცის სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს. ადამიანი, გადამწყვეტ მომენტში, ქვეყანას რომ უღალატებს, ნულია, ისევე როგორც მისი ჩამოშლილი პარტია. - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა გიორგი გახარიას თაობაზე.


ნინო ფოჩხუა გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, სადაც ყოფილი პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის. ექსპერტის თქმით, მაშინ როცა გახარია თანამდებობებს იკავებდა შესაძლოა მისი ნაცნობ-მეგობრები გამდიდრდნენ "ქართულ-ჯიგრულ" პონტში.


„გუნდის და პირველ რიგში ქვეყნის მოღალატე გიორგი გახარია, პრემიერ მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ სულ იმუქრება რაღაცეების მოყოლით და ვიღაცეების დასახელებით ვინც ქვეყნის ხარჯზე გამდიდრდა, რატომღაც არ ასახელებს არავის ან ვინ უნდა დაასახელოს, როცა ეს მისი გამოსვლა "საპნის ბუშტია," როგორც თვითონ. ეს ისევე გასკდება, როგორც მისი რეიტინგი ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ.


კაცი უმაღლეს თანამდებობებს იკავებდა და მაშინ არ იცოდა, ვინ მდიდრდებოდა და ვინ არა თუ პირიქითაა, იქნებ მისი ნაცნობ-მეგობრები გამდიდრდნენ "ქართულ-ჯიგრულ" პონტში? ეს ხომ მან ყველაზე უკეთ იცის. ამ კაცის სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს. ადამიანი, გადამწყვეტ მომენტში, ქვეყანას რომ უღალატებს, ნულია, ისევე როგორც მისი ჩამოშლილი პარტია“ - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.