გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გერმანიაში საქართველოს კულტურულ ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

6-12-2023

საქართველოს კულტურული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ბერლინში, ნინო ხარატიშვილის ლიტერატურული საღამო მოეწყო. შეხვედრას გერმანიის 80-მდე წამყვანი ტუროპერატორი, ავიაკომპანიების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ბერლინის ტურისტული გამოფენის ITB მენეჯერები დაესწრნენ. ღონისძიება ტურიზმის ადმინისტრაციისა და სააგენტო " KPRN"-ის ხელშეკრულების ფარგლებში მოეწყო.


ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა წამყვან გერმანულ კომპანიებთან შეხვედრები გამართეს საქართველოს ტურისტული პროდუქტების გაცნობისა და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით.


ლიტერატურული საღამოს ფარგლებში მწერალმა რომან „უკმარი სინათლის" შესახებ ისაუბრა. ლიტერატურულ საღამოს მუსიკალური აკომპანირება დუდანა მაზმანიშვილმა შეასრულა.


ნინო ხარატიშვილმა 2018 წელს გერმანიაში პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო, ბერტოლტ ბრეხტის პრემია მიიღო.