გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, ოპოზიციის დღის წესრიგით, ზურაბიშვილი გადადგამს იმ ნაბიჯს, რაც მეტად დააზიანებს საქართველოს

6-12-2023

სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯები საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის თანახმად, მაღალია ალბათობა, ეომ არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში.


როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი იმ ნაბიჯს გადადგამს, რაც მეტად დააზიანებს საქართველოს.


„ჩვენ ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, ის განზრახ გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. მისი ნაბიჯები საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერებისთვის, მათ შორის უსაფრთხოების ინტერესებისთვის და ამიტომ რამის გამორიცხვა შეუძლებელია. ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ და უკვე აშკარად მოქმედებს ოპოზიციის დღის წესრიგით. რამის გამორიცხვა ძნელი იქნება. რაც უფრო მეტად დააზიანებს საქართველოს, საბოლოო ჯამში, იმ ნაბიჯს გადადგამს სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.