გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში ინოვაციური სტარტაპ ეკო-სისტემის ხელშეწყობის დამატებითი პროექტები განხორციელდება

6-12-2023

გერმანიის და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) შეფასების მისიის ხელმძღვანელმა ტერეზა გეიპელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას შემდგომი თანამშრომლობის შესახებ საგრანტო კომპონენტის მიმართულებით. დოკუმენტით განისაზღვრება თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და KfW - ს შორის INNOVATION4JOBS პროექტის ფარგლებში.


ხელმოწერის შემდეგ, მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა დადებითად შეაფასა თანამშრომლობის დაწყება გერმანიის მხარესთან INNOVATION4JOBS პროექტის ფარგლებში. მისი თქმით, საქართველოში ინოვაციური სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. „ბოლო წლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. წარმატებით მიმდინარეობს მთელი რიგი პროგრამები, როგორიცაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ტექნიკური დახმარება, ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტების განვითარება. ჩვენს ეკოსისტემას უკვე აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს, მომდევნო წლებში, დაახლოებით 15 მლნ ევროს ფარგლებში ქართული ინოვაციური სტარტაპ ეკო-სისტემის სხვადასხვა მიმართულებების მხარდაჭერას. მათ შორის, საგანმანათლებლო კომპონენტს IT სფეროში; ევროპული აქსელერატორის შემოყვანას ქვეყანაში და სხვადასხვა საგრანტო და ტექნიკური დახმარების კომპონენტებს," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.