გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები ქვემო ქართლის რეგიონში ცნობილია

6-12-2023

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის  „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები ქვემო ქართლის რეგიონში გამოვლინდნენ.

 

გამარჯვებული პროექტები:

 

  • ექზედერმი- ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც დაეხმარება აბიტურიენტებს ეფექტურად და სწრაფად მოემზადონ გამოცდებისთვის.
  • DIAlogy - აპლიკაცია დაეხმარება ორ დაპირისპირებულ ან კონფლიქტში მყოფ ადამიანს კომუნიკაციაში და გუნდის მიერ შექმნილი language modeling-ის დახმარებით უკეთესად შეძლებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას.
  • BASE2 - მობაილ puzzle game, რომელიც პროგრამირებით დაინტერესებული პირებისთვის ქმნის სიმულაციურ გარემოს, რათა მიხვდნენ ნამდვილად სურთ თუ არა პროგრამირების სწავლა. პროექტის მიზანია თამაშის MVP ვერსიიდან სრულ ვერსიაზე გადაყვანა.
  • Creatmedia - პროექტის მიზანია, გააციფრულოს მედიაინდუსტრიაში საჭირო ყველა რესურსის მოძიების პროცესი - ერთი ფანჯრის პრინციპის მქონე პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და ბიზნესისკრეატიული კონტენტისთვის საჭირო ადამიანური და ტექნიკური რესურსების რეკრუტინგს.

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

 

საგრანტო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები აჭარის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.  ქვემო ქართლსა და კახეთში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი9 ოქტომბრიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge  მეშვეობით წარედგინათ. 

 

განაცხადები. საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით და შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავს:  ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

 

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ასევე არარეგისტრირებულმა პირმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებპორტალზე www.grants.gov.ge.