გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა

7-12-2023

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიულოცა.


მან რთული, გამოწვევებით სავსე უსაფრთხოების გარემოში მსგავსი კურსების ორგანიზების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მსმენელებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.


წელს „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ მეორედ ჩატარდა და კაჭრეთში მდებარე სასტუმრო „ამბასადორში“ ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.


სხვადასხვა უწყებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვის, ქვეყნის უსაფრთხოების ფორმირების პროცესში თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის, კრიზისულ სიტუაციებში პოზიციონირებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარების შესაძლებლობა ჰქონდათ.


„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების კურსების მოდელზე ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 2012 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად იმართება.


ბოლო ორი წელია ქართული მხარე, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) კურსს დამოუკიდებლად ატარებს.