გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიაში სტუდენტებს ღვინის ხარისხთან დაკავშირებით სემინარი ჩაუტარდათ

7-12-2023

მევენახეობა-მეღვინეობაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მმართველობაში მყოფ ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს ღვინის ქიმიაზე, ზადებსა და დაავადებებზე სემინარი ჩაუტარდათ.


მონაწილეები ღვინის ლაბორატორიული კვლევის მნიშვნელობას,ღვინის ხარისხზე გარემო ფაქტორების გავლენას და რთველის სწორედ წარმართვის მნიშვნელობას გაეცნენ. ახალგაზრდებმა, ღვინის ზადებისა და დაავადებების გამოვლენის მიზნით, დეგუსტაციაში მიიღეს მონაწილეობა.


სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მმართველობაში მყოფიღვინის ლაბორატორია ქართული ღვინის ხარისხის სისტემების ჩამოყალიბებისა და კერძო სექტორის ევროპულ სტანდარტზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. ლაბორატორიას ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მისი ძირითადი ფუნქციაღვინის და ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ლაბორატორიული კონტროლი და მევენახეთა და ღვინის მწარმოებელთა ტექნიკური მხარდაჭერაა.