გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: უკრაინაში მიმდინარე ომი, პანდემიისა არ იყოს, დასრულდება სწორედ მაშინ, როდესაც ათვისებული და გადამუშავებული იქნება ამ ომისთვის გამოყოფილი უკანასკნელი ცენტი

7-12-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ერთ-ერთი საინტერესო ფენომენის - „ფობიანომიკის“ შესახებ სოციალურ ქსელში მიმოხილვას აქვეყნებს.


როგორც დავით ქართველიშვილი განმარტავს, ეს ფენომენი გულისხმობს „შიშებით ვაჭრობას“. მას არცთუ ისე შორეულ წარსულში უკავშირდება - პანდემიის პერიოდი, ახლა - რუსეთ-უკრაინის ომი, ხოლო მომავალში კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა დაუკავშირდება.


„ერთმა საინტერესო ინგლისურმა სიტყვამ: „Fearnmonger“ (შიშების გამყიდველი), წარმოშვა მეტად საინტერესო ფენომენი - „ფობიანომიკა“. ეს ფენომენი მართავდა მსოფლიოს პანდემიის დროს, როდესაც სიცოცხლის/ჯანმრთელობის მასობრივი დაკარგვის შიშებით ხდებოდა ასობით მილიონობით ადამიანის „დაშანტაჟება“. ამის გასანეიტრალებლად გამოყოფილი და ათვისებული იქნა ასობით მილიარდობით თანხა. შემდეგ, როდესაც გამოყოფილი ფულის ათვისება წარმატებულად დასრულდა - დასრულდა პანდემიაც. „ფობიანომიკა“ განაპირობებს ამჟამინდელ მსოფლიო სამხედრო ბიუჯეტებსაც. სწორედ ამ მოტივაციით ითხოვენ „შიშებით გამყიდველები“ ამერიკის კონგრესისაგან მორიგ 66 მილიარდი დოლარის გამოყოფას.


ითხოვენ „დაშინებით“ - თუ არ გამოყოფენ, რუსეთი გაიმარჯვებს. უკრაინაში მიმდინარე ომი, პანდემიისა არ იყოს, დასრულდება სწორედ მაშინ, როდესაც ათვისებული და გადამუშავებული იქნება ამ ომისთვის გამოყოფილი უკანასკნელი ცენტი. ამერიკული 66 და ევროპული 50 მილიარდი მხოლოდ გაახანგრძლივებდა ამ თანხების ათვისებისა და შესაბამისად, ომის გაგრძელების პერიოდს. ასე რომ, ჰორიზონტზე რეალურად ჩნდება ამ ომის დასრულების კონტურები.


მაგრამ, არც ესაა პრობლემა: „ფობიანომიკის“ დაინტერესების უფრო მსუყე სფერო - „კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაა“, რასაც უკვე, ალბათ, ტრილიონობით დოლარის ათვისება დასჭირდება. შუალედებში კი, არავის არ გაუუქმებია არც რომელიმე ახალი პანდემია, ან სადმე ახალი ომი. მით უმეტეს, რომ „შიშებით გამყიდველებმა“ მომხმარებელი კაცობრიობა ამისთვის უკვე მოამზადეს და „ფობიანომიკის“ მძევლებად გახადეს: „ნუ გეშინიათ, როდის არ გადაგვირჩენიხართ!“, - წერს დავით ქართველიშვილი.