გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

8-12-2023

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორილევან უჯმაჯურიძე,  ცენტრის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციას სინძიანში ჩანძის პრეფექტურის ვიცეთავმჯდომარე, ლი ვუ  ხელმძღვანელობდა.


ჩინურმა მხარემ დეტალური ინფორმაცია მიიღოსაქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამუშაოების, მიმდინარე კვლევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. დელეგაციის წევრებმა ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი და წილკნის ერთწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზები და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერეს.


შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განსაზღვრეს - სოფლის მეურნეობის სფეროში სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავება და  საქართველოში ერთობლივი სასოფლო-სამეურნეო პროექტების განხორციელება.


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის დელეგაციის წევრები საქართველოში გამოფენის „საქართველო ჩინეთის სინძიანის პროდუქციის რიგით მე-9 გამოფენა“ ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც 6-8 დეკემბერს, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-4 და მე-5 პავილიონებში ტარდება.